30.11.08
როგორი უნდა იყოს ბლოგი (?) ...
... გამარჯობა ხალხებო :)
ოოოდა ა მეც მივედი იქამდე მგონი რო უკვე ბლოგებზე დავიწყე წერა, თუმცა თვითონ ბლოგში წერა ჯერ ვერ ვისწავლე :) არა ნუ წერა კი ვისწავლე მაგრამ, აი სისტემატიურად წერა ვერ ვისწავლე, მე ხო გამოუსწორებელი ჩეტავიკი ვარ, ამიტომ ვერ ვწყდები ატასნაირ ფორუმებს და მესსენჯერებს, ოდა ბლოგისთვის დრო აღარ მჩება, თან რავიცი, ეს ბლოგი ხო არ გამიკეთებია იმისთვის რო რაღაც ააი და არიქა რამე ვქენი, უბრალოდ ვწერ რაც მეწერება, ეგაა და ეგ ... თუ ვინმე წაიკითხავს გამიხარდება, არ წაიკითხავს და არც მაგით დავრჩები უკმაყოფილო :)
მოკლედ რა მაინტერესებს: ამ ბოლო დროს მილიონი პოსტი ვნახე წიპა ”აი ბლოგი უნდა იყოს ასეთი” ”ბლოგი უნდა იყოს ისეთი” :) მაგრამ ყველა რატომღაც წერს იმაზე თუ რა უნდა იყოს ბლოგში, ანუ რა უნდა იწერებოდეს შიგ, არადა სხვისი არ ვიცი, ჩემთვის ვიზუალურ მხარესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ბევრი ბლოგი მინახავს, შევალ, ”ფუფ” აი თვალს რაღაც ცუდად ხვდება, ოდა გულსაც არარ უხარია იქ რამის კითხვა, ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა: როგორი უნდა იყოს ბლოგი? რო შედიხართ ბლოგზე, პირველი რას აქცევთ ყურადღებას? რას აქვს მნიშვნელობა ბლოგის ვიზუალობაში, მე მაგალითად
(სხვათაშორის, ჩემი ბლოგერობა ეხლა არ დაწყებულა, ნუ ადრე სხვა რამე ერქვა, ან საერთოდ არაფერი არ ერქვა, მაგრამ დაახლოებით 10 მოჟეტ ი 12 წლის წინ მქონდა მცდელობა ჩემი ონლაინ დღიური მქონოდა, მაშინ ნაროდ.რუს მეტი არაფერი არ იყო, მეც იქ რაღაცებს ვჩალიჩობდი, მოკლედ ეს სხვა თემაა, ამაზე სხვა დროს)
ჰოდა აი რა? რა უნდა იყოს ბლოგზე რაარის მთავარი,
ვაჰ თუმცა დავიწყე და მერე ნაროდ.რუმ გადამრთო :) მე პირადად, თუ რამეს ვაკეთებ, ამდაგვარს, პირველრიგში, ვჩალიჩობ დიზაინზე, ფერებზე, აუცილებლად უნდა იყოს ათასნაირი მთვლელები, საათი, ეს ყველაფერი არ ვიცი რაში მჭირდება მაგრამ მინდა რო იყოს :))
თქვენ რას თვლით ყველაზე საჭიროდ?
სხვანაირად ვიკითხავ,: გააკეთეთ ბლოგი, რითი იწყებთ, ანუ როდის თვლით რო ბლოგის კეთება დასრულებულია, ეხლა უკვე შეიძლება წერა :))
პ.ს. პიზდეცინტელექუალური ფრაზები არ გვინდა რა წიპა ” მთავარია შიგ რა წერია” და ამისთანები, ვიზუალს ვგულისხმობ და არაფერს მეტს :))
kexi Comments (11 )
17.11.08
არასდროს მომწონდა, არადა თჲრმე საინტერესო წარმოშობა ქონია ...
ჩემი სახელი ...
კახა, კახი (ქართული) პიროვნულ სახელად ქცეულია ქართველთა ერთ-ერთი სატომო სახელი (ეთნონიმი), რომელიც საკუთარ სახელად ცნობილია VIII ს-დან. ამდროინდელი მოღვაწეა ქართველი წმინდანი კოსტანტი კახი, რომლის შესახებაც მისი ბიოგრაფი გვამცნობს: " მას ჟამსა ოდენ იყო ვინმე ქუეყანასა ქართლისასა, სანახებსა ზენა სოფლისასა, კაცი, რომელსა სახელი ერქუა კოსტანტი, რომელსა ეწოდა კახაი სახელად მამულისა მის ქვეყნისა " (აგიოგრაფიული ძეგლები, I, 165). როგორც ვხედავთ, კახა კოსტანტის ზედწოდებაა, დამატებითი სახელია, შერქმეული " მამული ქვეყნის " მიხედვით. სხვაგან, ატენის სიონის წარწერაში (853 წ.), იგივე პირი მხოლოდ კახას სახელით იხსენიება: " და მასვე თთუესა აგუსტოსსა კვ-სა, დღესა შაბათსავე, ზირაქ შეიპყრა კახაი და ძეც მისი თარკუჯი ". ამ წყაროთა მიხედვით უნდა დავასკვნათ, რომ კახა მეტსახელი კი არაა, ნამდვილად სახელია, ოღონდ ის ოფიციალურ სახელს არ წარმოადგენდა (ამ ფუნქციას კოსტანტი ასრულებდა). როცა ქრისტესთვის წამებული კოსტანტი ეკლესიამ წმინდანად აღიარა, ამის შემდეგ კახი (კახა) უკვე ქრისტინულ კალენდარულ სახელად იქცა. კოსტანტი კახი არაბებმა სიკვდილით დასაჯეს 853 წელს, როცა ის 85 წლის მოხუცი იყო. ამრიგად, ის დაბადებული ყოფილა 768 წელს და ამ დროისათვის სახელი კახა (კახი) უკვე არსებობდა, ოფიცილურ სახელად კი IX ს-დან იქცა. კახი და მისი ვარიანტები კახა, კახო, კახუა საფუძვლად უდევს გვარებს: კახიძე, კახიშვილი, კახიანი, კახაშვილი, კახაძე, კახაია, კახოიძე, კახოიანი, კახოშვილი, კახიაშვილი, კახუაშვილი. იმავე სახელიასაგან ‘ბერ’ ბოლოსართით ნაწარმოებია კახაბერი, რომელიც გვხვდება როგორც გვარად, ისე სახელად. კახაბერ-ისაგან შემდგომში ხელახლა ნაწარმოებია გვარებია: კახაბრიშვილი, კახაბერიძე, კახბერიძე. ზემოხსენებული გვარებიდან ყველაზე ადრე (XIVს.) გვხვდება კახაბერიძე და კახიანი.
kexi 17.11.08 Comments (5 )
* kexi, კახა, საინტერესო
15.11.08
იუ მაიი ჰაარტ არა იუ მაი სოუუულ :))
ღიმილი #1 იელო სუბმარიან :)
ღიმილი #2 როკენროლ, არმიანსკიე გალუცინაციი :))
ღიმილი #3 ია ხაჩუ შტობ ტანცევალსა ვეს ზალ :))
kexi 15.11.08 Comments (0 )
14.11.08
იცხოვრე ისე რომ, ზემოთ მეორე შანსი მოგცენ :)
იქ დავწერე, იყოს აქაც, ჩემი რა მიდის :)
ამ ბოლოდროს რაღაც, სიყვარულობიიის ხასიათზე ვარ სუ და რახდება ნეტა? ხო არ ვკვდები? :)
არადა ...
...ცხოვრება მოკლეა მაგრამ ღირს იმად რომ იცხოვრო ისე როგორც გინდა ...
დაარღვიე ყველა წესი რაც კი არსებობს ...
პატიება ნუ გაგიჭირდება და ნუ გადადება ხვალისთვის ...
იცინე ბევრი და თავშეუკავებლად ... აკოცე და მოეფერე, ნელა აუჩქარებლად ...
იცეკვე ისე თითქოს არავინ არ გიყურებს ...
იმღერე ისე თითქოს არავინ გისმენს ...
გიყვარდეს და აღმერთე ისე თითქოს ცხოვრებაში ტკივილი არ გეგრძნოს არავისგან ...
ცხოვრება ხომ ადამიანს ერთხელ ეძლევა,
ამიტომ მოდით ვიცხოვროთ ისე რომ ”ზემოთ” გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდეთ და
ხმამაღლა ჩამოგძახონ: ”აბა მიდი ერთი კიდე გაიმეორე” :)
გაიღიმეთ, ნუ დაგეზარებათ, გიყვარდეთ, მოეფერეთ,
ამაში ფულს არავინ მოგთხოვთ :)
kexi 14.11.08 Comments (7 )
11.11.08
ვიღაც ვიღაცეებიიი გთხოვთ შენც წადიიი ....
.... სალმები ხალხებო :)
ბევრს არ ვილაპარაკებ, კიდევ ერთი რეპორტაჟი, ჩვესნს დიად ყვავაზე, ამჯერად იპოდრომიდან :) თავად ნახეთ მისი არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემები, და თავადვე შეაფასეთ :)))

ამ სურათში რა ხდებოდა არ ვიცი, მე კამერას ვუიყურებდი და მარტო იმას ვხედავდი რაც იქ ჩანდა, მის გარეთ რა იყო მარტო ყვავას გაოგნებულ სახეზე თუ ვიმსჯელებთ, ალბათ ძალიან საინტერესო იყო :))

ესეც მაგ ”საინტერესო”ს მერე, ყვავა დუმებში :)

აქაც წარმოდგენა არა მაქვს რა დაუნახა, ლუკას ეგეთი :)
მოკლედ ჩემს ბლოგს ისევ რაღაც დაემართა და პოსტში სურათების ასატვირთი ”კნოპკა” ისევ გქარა, ამიტომ ბევრს აღარ გავაგძელებ, მეზარება რადიკალზე ჩალიჩი, აჰათ თქვენ ვიდეო და დატკბით ყვავას სირინოზის ხმით :)))
8.11.08
წვიმაში სექსი ...
კითხვა: გიყვარს წვიმაში სექსი?
პასუხი: ჰო წვიმა ძალიან მიყვარს, წვიმაში სექსიც და ზამთარში დიიიდი თოვლი როა და რო ჩაეფლობო თოვლში და ისე რო ხარ გახურებული რო მიწას გამოაჩენ და ბალახს ამოიყვან ირგვლივ ენძელები რო ამოვა სიცხისგან თავიდანვე დამჭკნარი და პეპლები რო ფთებს გაშლიან შენს მოქანავე ტაკოზე და ჭიამაია ზუზუსთავზე წრეს რო დაარტყამს და გუგული რხევების რიტმს რო აიღებს და თვლას რო დაიწყებს და მწყერი შენს "სტრასნად" შემოხეულ და აქეთ იქეთ მიყრილ ტანსაცმელში რო ბუდეს მოქსოვს და კვერცხებს დადებს და პიკს მიღწეული ორგაზმის უმაღლეს წერტილს მწყერის ბარტყები პირღია რო შეხვდებიან ... დაიღლები და მერე მიხვდები რო თოვლში გდიხარ სუ სველი ხარ, გაყინული ხარ მაგრამ ბედნიერი ხარ იმიტო რო გიყვარს ...........
რეაქცია: აი საღოოოლ :))))
პ.ს. ძველი პოსტია, აბანოში წამომიარა ერთხელ, რა მჭირდა ოღონდ ეგ არ ვიცი :)
kexi 8.11.08 Comments (9 )
27.10.08
მომენატრეთ ხალხებო ....
მართლა მომენატრეთ, რაღაც ჩავკვდი, ვერაფერს ვერ ვწერ, იმდენი რამე დამიგროვდა რო არ ვიცი საიდან დავიწყო და რა დავწერო, ჰოდა გაიჭედა კექსი ...
იმედია გამივლის მალე ეს ჭედვა, ნი ვპერვოი თუ როგორცაა :)))
kexi 27.10.08 1 კომენტი=>
8.10.08
ვაი ვაი ქაქ აბიდნაა ...
ვაი ჩემს პატრონს ... ამ დილაადრიან სხვა საქმე ვერ მომიძებნია, წაი დაიძინე რა ... 
7.10.08
ვებრძვით "შეზღუდულ" აზროვნებას ... :)
..ჰოდა როგორც ყოველთვის გამარჯობა
მინდა წარმოგიდგინოთ ერთი რესურსი , იდეაში უნდათ იყვნენ ნოვატორები იუმორის მხრივ , მაგრამ ჯერ-ჯერობით რუსული говноблог-ებიდან დაკოპირებული სურათების გარდა (რამდენიმე საინტერესო სტატიას თუ არ ჩავთვლით ) არაფერი არ დევს , მაგრამ მომეწონა ის მონდომება და შემართება რომლითაც არიან შეიარაღებულები , თან მოინახულეთ საიტი თან იაქტიურეთ გამოეხმაურეთ პოსტებს , ხელი შევუწყოთ და ერთად შევქმნათ ერთი გასართობი ბლოგი რომელზეც შესვლა ყველას გვესიამოვნება , აგერ რამდენიმე ფლაერის ტიპის ბანერები გაუკეთებიათ , პოზიტივის კარგი "პრიხოდი" აქვს ნახეთ ერთისიტყვით
აქ!!!



ზამეტკა ოტ რედაქტორა: ნუ ხო, ეს ყველაფერი კაი, ესეც პოზიტივია პრინციპში რაც ეხლა მოხდა :)
მე კარგ ხასიათზე დავდექი .. რაც შეეხება ამ საიტს, მართალია ახალი და ევრიკა აქ არაფერია, (იმედია ჯერჯერობით) მე როგორც ვხედავ ეს არის მცდელობა, მთელი პოზიტივი რაც კი შეიძლება მსოფლიო აბლაბუდაში მოძებნო, შეგროვდეს ერთ რესუსრსზე,,
ჰოდა რატომაც არა? ... კარგია ... რატომ ვირბინოთ და ვეძებოთ, მხიარული სურათები აქეთ იქით, აგერ ბატონო, ქართულია და იორღაო თU როგორაა? :)
და არც მარტო ნახატებზეა საქმე, ეჭვი მაქვს კიდე გაიზრდევა ეს საიტი და ბევრის "სამაგიდო" გახდება .... წარმატებები ხალხებო ... :)
ესეც ჩემს მიერ დამსახურებული მაიკა ... მართალია თეთრი არ მიყვარს მარა, "ნაჩუქარ ცxენს კბილი არ გაესინჯებავოოო" :)
kexi 7.10.08 Comments (7 )
6.10.08
ყველაფერი ისევ როგორც ყოველთვის ფორუმიდან დაოწყო ...
...როგორც ყოველთვის ეხლაც ზუსტად ისევ ისე, იხსნება თემა (იდეა inspeqtiri&kexi ) 
:)
ინიშნება ადგილი, დრო, (ნუ დროს ყველა თავისას ნიშნავს მარა მაინც) :)
... მაგრამ ამჯერად ცოტა სხვობა იყო, რავიცი ალბათ დაემთხვა რო ყველას ეცალა,
ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, გამიხარდა რათქმაუნდა ...
ბევრი ისეთი იყო ვინც პირველად ვნახე, ბევრიც ისეთი ვინც კაი ხანი არ მინახავს ...
... ბევრიც არ მოვიდა ისეთი ვისი ნახვაც გამიხარდებოდა მარა არაუშავს, სხვადროს მოვლენ იმედია...მოკლედ შევიკრიბეთ, მე ჩემი ბოთლით, ყავაცდამხვდა თავის ბოთლით, :) მეტი რა გვინდოდა ...
მცდელობა იყო ყვავას ბოთლის წართმევის, სხვადასხვა მეთოდებით, მარა ყვავა რისი ყვავაა, რო ყველანაირი მცდელობა თავისთვის არ გამოიყენოს .. :)
... დავიწყეთ ზემოთ კიბეებიდან, სანამ ყველა შევიკრიბეთ უზომო რაოდენობის ლუდი დაილია იქ, ნუ მე ლუდს არ ვსვამ მარა, უკვე როგორც ვთქვი, არაყი ბლომად გვქონდა ... ნელანელა გავიყავითსავით არყისტები და ლუდისტები ...
იქეთ ლუდს სვამდნენ ...
... აქეთ არაყს ...
ნუ ცოტახანში უკვე რო მივხვდით რო მეტი აღარავინ მოდის, ავისალეთ და უფრო "ღრმად" ჩავედით ბაღში ...
პოლიცია თავს დაგვტრიალებდა, აბა სვავენ თU რასშვებიან, :) მაგრამ დაიბრმავეს თვალები და ვერც ბოთლებს ამჩნევდნენ და ვერც ვერაფერს, ერთადერთი რაც შეამჩნიეს, ყვავა იყო, ბუჩქებში, ჰოდა კინაღამ მოუწია, შრომაგასწორებითი სამუსაოები, მაგრამ გადარჩა :)
მოკლედ ვსვით ბევრი და ვიხითხითეთ კიდე მეტი ...
ბოლოსკენ უკვე ხალხი ნელანელა, გვაკლდებოდა, რამოდენიმეჯერ მომიწია "წასულების" სადღეგრძელოს თქმა :D lash ==>
... ჰო სანამ იქ ვიყავი მეგონა რო არ ვარ მთვრალი, მაგრამ, აი მერე როცა სურათები ვნახე ოოო
ვაბშე არ მეტყობა :D ... რათქმაუნდა არც ამას ეტყობოდა (krishna) 
მერე რა რო თავი გიტლერი ეგონა, დიდი ამბავი ვის არ მოსვლია, სავსეა ასათიანი ნაპოლეონებით და ბაგრატიონ მუხრანსკებით, რაა ამაში გასაოცარი :D ...
... მოკლედ კაი იყო, სურათები მრავლად გადაიღეს ეს აქ რაც დავდე, ეს მობილით რისი გადაღებაც მოვახერხე ისაა, დანარჩენს ალბათ დადებენ ფორუმზე ხალხები ...
ბოლოს გავცვალეთ მე და ყვავამ "ქალები" მე ლედიქროუ გავაცილე, იმან ლუკა, მართალია იმას არ ეყო ნამუსი სახლამდე მიეცილებინა მარა მე პირნათლად მოვიხადე ვალი :P
კაი იყო, მართლა კაი იყო ... ყველას მადლობა ვინც მოვიდა, ვინც ვერ ან არ მოვიდა მინდა ვუთხრა რო ბევრი დაკარგა ... :P
შემდეგისთვის გაითვალისწინეთ, აწიეთ ზარმაცი უკანალები და გამოდით თქვენც, ცხოვრება არც ისე დიდია რო სახში ჯდომაში დახარჯო ...
გეხუტუნეთ kexi ბიძია :2კისს:
.
kexi 6.10.08 Comments (7 )
3.10.08
რახდება ხალხებო? :(
ფორუმი გაითიშა? :(
არადა მშვენივრად ვიჯექი ჩემთვის ვერთობოდი,
ერთი წუთით გავედი საჭყუმპალავოდ და აჰა, მოვედი, დაბანის გარეცხილი, ვეცი კომპს, და რად გინდა .. :( The page cannot be displayed
რახდება? იცით ვინმემ? თU მარტო ჩემთან გაითიშა? :(
edited:
რა ხდება? ეხლა სკაიპი ჩავრთე, იქაც მარტო ვარ :(
ბლოგები ჩამოვიარე, იქაც მარტო ვარ :(
რახდება ხალხებო, მარტო მე მაქვს ნეტი თU რაარი ეეს?
edited part 2: :D
აჰა ეხლა დავარეფრეშე და შევედი ფორუმზე, ხალხიც გაჩდა სკაიპში,
ემესენშიც, :) კინაღამ გული გამისკდა მეთქი რახდებააა ....
კეიტ მადლობა მხარდაჭერისთვის, :) ერთი ცოცხალი ადამიანი შენ გიპოვე ამ ნახევარ საათში :)
:2კისს:
ვააჰ არადა არ დამილევია :)
kexi 3.10.08 Comments (8 )
* ფორუმ.ჯე
2.10.08
ტაილ ფოტოგრაფია ....
ჰოდა როგორც ყოველთვის გამარჯობა :)
ნუ რა, არც არაფერი, დილიდან უაზროდ ვზივარ, არც საქმე მაქვს არაფერი და არც არსად გასვლის სურვილი არ მაქვს, ვარ მიზასებული ჩემს კომპს და, სად შევძვრე და რა ვნახო ახალი იმას ვფიქრობ, ჰოდა აი დიდიხანი ძებნის მერე ვიპოვე ასეთI რაღაც, ნუ რამდენად ახალია არ ვიცი თქვენთვის, მარა მე დიდიხანია მინდოდა და ვერსად ვნახე, ეხლა გამიმართლა, გამიმართლა რა, გამიმართლა სანახევროდ, მე პროგრამა მინდოდა ისეთი სადაც ამას თავად გავაკეთებდი მე რა სურათებიც მინდა იმით მარა არაუშავს ესეც წავა :)
ვინც არ იცის რაარი "ტაილ ფოტოგრაფია" ეს არის უხეშად რო ვთქვა ფოტო ფოტოებით, ანუ შენი ან ვინმეს ფოტო აწყობილი ბეევრი სხვისი ფოტოებით, გინახიათ დარწმუნებული ვარ, ნუ თU არ გინახიათ დავდებ აქვე, ჩემსას :)



იმდენად რამდენადაც არ ვიცი ამხელა ხარისხის სურათი აქ როგორ გამოჩნდება და რამდენად შესაძლებელი იქნება გადიდება, ამიტომ აქვე ვდებ ამავე სურათის გადმოსაწერ ლინკს,
http://download.webofhuman.ru/kexius@gmail.com/982d70de-3492-4d0b-9631-6e5c6b5363d6.jog.zip
გადმოწერეთ და გაადიდეთ, :)
აგერ ინსტრუქციაც ===>
http://slognosti.ru/instruction.aspx
სორი შემეძლო გადამეთარგმნა ეს ყველაფერი მარა, ინეტი მიტრაკებს და ამდენი სკრინების ტვირთვის ნერვები არ მქონდა, მაგრამ არამგონია რუსულთან ვინმეს პრობლემა გქონდეთ .. :)
რჩევა პირადი გამოცდილებიდან: აუცილებლად შეასრულეთ ყველაფერი რაც ინსტრუქციაშია..
შეკვეის მიცემის მერე ის გვერდი დაახლოებით ნახევარი საათი არ დახუროთ, ნუ იქ წერია 15 წუთი მარა არ ენდოთ, (მე ვენდე და მერე მომიწია თავიდან ქნა :) )
და მთავარი, იქ წერია რო სურათს მიიღებთ, რამოდენიმე საათში, და აქვე დაელოდეთ ამ საიტზეო, არა!! სისულელეა, მეც ველოდე კაი ხანი მარა ბოლოს დავიკიდე, მეონა სიაფანდი იყო, დღეს კი (დღენახევრის მერე) მაილზე შევედი და "ჰოი საოცრებავ" :) თქვენი ფოტო მზადაა და შეგიძლიათ წაიღოთო :)
სერვისი უფასოა, მაგრამ არის შეკვეთა ფასიანიც, ეგ არ მისინჯავს, მარა ალბათ ის მაშინვე იძლევა შედეგს :)
მოკლედ აქაა ყველაფერი და თU ვინმეს მოგეწონებათ ჰო კაი და, თუ მარტო მე მომწონს ეგეც კაი, ბავშვობიდან ვოცნებობდი ორიგინალურობაზე :D
p.s. ეუF ბევრი ვწერე, ჰოდა გადამოწმების თავი არ მაქვს ეხლა, თU რამე შემეშალა, მერე შევასწორებ :) წარმატებები ...
აჰ აი ვიდეოც ვნახე დლია ბოლშეი ნაგლადნასწი :D
აუ აქტიურ ლინკებს რატომ ვერ ვსვავ? :(
kexi 2.10.08 Comments (6 )
1.10.08
ტრაკში პერო კიარადა, ტრავა უ დომა :D
ჰოდა აღსრულდა, შეპირებული ღრიანცელის ქრონიკა .. მაგრამ კომენტებისგან თავს შევიკავებ და სურათებსაც შემდეგისთვის შEვინახავ, ამჯერად მარტო ვიდეოს დავდებ :D
მოემზადეთ ღრმად ჩაისუნთქეთ და .......
ნუ კარგით აგერ ბარემ ამ სურათებსაც დავდებ, რა ხდებოდა ვიდეოკამერის ჩართვამდე :D




ეს კიდე კამერის გამორთვის შემდეგ :D

kexi 1.10.08 Comments (4 )
30.9.08
არ ვარ ეჭვიანი!!! მაგრამ :(
...მთელიცხოვრება მეგონა რო არ ვარ ეჭვიანი, არასდროს არავიზე არანაირი მიზეზით არ მიეჭვიანია, სხვებს დავცინოდი, ამის გამო, ცოლიც მყავდა, შეყვარებულებიც, მეგობარი გოპგოებიც, არასდროს გულშიც კი არ გამივლია რო შეილება ვინმეს არ ვენდო, რო შEიძლება ამის გამო ვიჩხუბო, ის რო ამის გამო ვინმეს ვატკინო, "მე არ მიღალატებს" ჩემი ფრაზა იყო, არ მიღალატებს იმიტო რო ... "იმიტო რო ყველაფერს იღებს ჩემგან რაც უნდა", ვერასდროს ვერავინ ვერ დამაჯერებდა რო შEილება ეს მე დამემართოს, .....
მაგრამ ... ეხლა რა ხდება? უკვე ბოლო ორი სამი თვის განმავლობაში მეორედ ხდება, მეორედ მეტკინა და მეორედ ვატკინე, მიზეზი? არ ვიცი ... ეჭვი მაქვს ამას ეჭვიანობა ქვია :(
არ მინდა დავიჯერო რო ვცდებოდი მთელიცხოვრება და მითუმეტეს არც ის მინდა დავიჯერო რო ცხოვრებაში პირველად მიყვარს ... თU კიდე უარესი, ჩემს თავში რწმენა შემიმცირდა? ჩემი თავის იმედს ვკარგავ? მგონია რო ვეღარ ვაძლევ ყველაფერს? :(
არ მინდა!!! ვერ ვიტან ტკივილს, სულის ტკივილს ....
არადა ... მტკივა ძალიან მტკივა ... ამას ვერავინ ნახავს, ვერავინ გაიგებს ვერასდროს ამ ტკივილის მაშტაბებს, ამის უფლებას არავის მივცემ, ჩემს სულში შეძვრეს, ჩემია, ეს ყველაფერი ჩემია, და ჩემთან დარჩება!!!
ჩემი თვალები ღიმილის მეტს არაფერს აჩვენებს, სხვა ყველა არხი გათიშულია :)
არადა რატო უნდა მწყინდეს თუ პირველად მიყვარს?
რატო უნდა მწყინდეს თუ არსებობს ის ვინც მარტო ჩემთვის მინდა?
რატო უნდა მწყინდეს რო ხმამაღლა შემიძლია პირველად ცხოვრებაში ვთქვა რო სხვა არ მჭირდება?
რატო უნდა მწყინდეს ის რო პირველად ცხოვრებაში ჩემი თავი მარტო მე არ მეკუთვნის?
მონიტორი გარდა ვერავინ ხედავს ჩემს ღიმილს ეხლა ... გშურდეთ ჩემი მონიტორის ... :)
ჰოდა სანამ თქვენ გშურთ მე მანამდე სიგარეტს მოვწევ და ცოტას ვიფიქრებ ... :)
მერე დავურეკავ და ვეტყვი რო ძალიან მომენატრა ...
kexi 30.9.08 Comments (6 )
* ღიმილი
29.9.08
რავიცი მგონი კარგი რაღაც ვიპოვე
... :)
ოღონდ რამდენად მუაობს არ ვიცი
ბლოგის მარცხენა კუთხეში ნახეთ :)
რავი ჩემთან გავსინჯე და მომივიდა ესემესი და, სინჯეთ თქვენც მართლა მაინტერესებს მუშაობს თU არა ნორმალურად .....
ჰო და კიდე რა მინდოდა მეკითხა, ელემენტებს ან მე ვეღარ ვპოულობ იმდენნხანს აღარ ვყოფილვარ აქ და ან ბლოგი ჭედავს და მიტო ვერ ვპოულობ, ფაქტია რო ვერ ვნახე :)
ამიტომაც კასეტა გავაქრე და მის მაგივრად ჩავსვი ეს :( რამე მიშველეთ დეიდებო და ბიძიებო
kexi 29.9.08 Comments (4 )
ეუF ორი დღე გასულა ...
... ბოლო პოსტის მერე, სადაც იმას გავიძახოდი რო ტურიზმის დღე უნდა ამეღნიშნა, ეხლა აღმოვაჩინე რო 2 დღე გასულა .. :)
ვიძახოოდი და აღვნიშნე კიდევაც, ავღნიშნე კიარადა ავღნიშნეთ :)
ავღნიშნეთ კიარადა მოვკტით სმით :D
ეხლა მოვდივარ აზზე ცოტათი, ბევრი მომივიდა დალევა მარა კაი იყო, ბევრი კაი ხნის უნახავი ფორუმელებიც ვნახე და რამოდენიმე ახალი ადამიანი გავიცანი, გამიხარდა ....
ძლივს მოვახერხე ორზიკასთან ერთად მაგიდასთან მოხვედრა, მივასკდით ერთმანეთს, მანამდე სანამ გოშას ეძინა გახლეჩილ მთვრალს .. :)
მოკლედ ჯერ მთლად ცოცხლად ვერ ვარ, თან სურათებს ველოდები რომლებიც ბლომად გადავიღეთ, აი სურათები რო მოვა, მეც ცოტა გავცოცხლდები და პაწუა რეპორტაჟს დავდებ 2 დღიან ღრიანცელზე ჩემ სახში, :)
დილამშვიდობისა ხალხებო :)
kexi Comments (2 )
27.9.08
მგონი გავიღვიძე
გავიღვიძე, უფროსწორად გამაღვიძეს, კიდე უფროსწორად ტელეფონის ზარმა გამაღვიძა,
ალო...
ალო, ირმა მინდოდა?
ვინა? ვირმაა?
ტუ ტუ ტუ ტუ ...
:D
მოკლედ ვეღარ დავიზინე, ავდექი, ჯერ გავტვალეტდი, მერე კომპს მივეზასე და აღმოვაჩინე რო დღეს თურმე 27 სექტემბერია და შესაბამისად ტურიზმის საერთაშორისო დღე :)
ჰოდა აბა წარმოიდგინეთ ეხლა, კაცი რომელიც რაჭაში გავიზარდე და ტყეში პროწიალის მეტი არაფერი მიკეთებია, როგორ უნდა ვიჯდე დღეს ასე გულხელდაკრეფილი? არამც და არამც, აუცილებლად უნდა ავღნიშნო ეს დღე :)
კუხნაში შევიხედე, კარტოფილი მაქვს ბლომად, მაკარონიც, ცოტა აჯიკა მაქვს შემორჩენილი, ჰოდა ეხლა ისღა დამჩენია ვინმე ვიპოვო ვისაც არყის ყიდვის სურვილი ექნება :)
ზაკუსკა ხო მაქვს რაც მთავარია, ნუ თU შემოგვაკლდა ბოლობოლო კუ მყავს ზაპასში .. (მარი არ შემაგინო ვიხუმრესავით) :) ...
ისევ ტელეფონი,
ალო ...
ალო ირმა მინდოდა
ვინაა? ... ტუ ტუ ტუ
ვერ მოვასწარი მეტის კითხვა :)
დილამშვიდობისა ხალხებო!!! ნუ რაღადროს დილაა მარა მაინც :)
ვაჰ სადაა ჩემი პასპორტი ვნახო ერთი ირმა ხო არ მქვია, ...
kexi 27.9.08 Comments (2 )
26.9.08
365 მიზეზი იმისთვის რომ დალიო:
დღეს შევედი ფორუმზე და პირველი რაც დავინახე, სათაური იყო, "365 მიზეზი იმისთვის რომ დალიო:" :) გამაჟრჟოლა, კიდე "მიზეზი მინდა?" ჰოდა დიდი გულისყურით გადავიკითხე სულ, ბევრი რამე ახალი გავიგე, მაგალითად ის რო ჩემს დაბდღეზე ომში დაღუპულების დღეს აღნიშნავენ ისრაელში (ნუ ეს ისრაელი რაღაც ძალიან აკიდებული მYავს, პირველი ქალიც ჩემს ცხოვრებაში ებრაელი იყო და ცოლიც, შესაბამისად შვილიც მაგათი კანონებით ებრაელია)
კიდე გავიგე რო 20 ივნისს ზიმბაბვეში აღმნიშნავენ, ფეხის გულების დღეს (საინტერესოა ცერემონიალის ყურება, იქნებ სადმე ვნახო და დავდებ ) :)
კიდე 29 ივლისს სააკაშვილის კიარადა ჰალსტუჰის დაბDრე ყოფილა :) ნუმოკლედ აი დავდებ და იქნებ ვინმემ კიდე რამე თავისთვის საინტერესო იპოვოს, თანაც მეც აქვე მექნება და ვიხელმძღვანელებხოლმე :)
1 იანვარი -ახალი წელი. მსოფლიო დღესასწაული.
2 იანვარი - ბედობა
3 იანვარი - მთვარის ახალი წელი (ლიტვა).
4 იანვარი - ისააკ ნიუტონის დაბადების დღე.
5 იანვარი - მიხეილ სააკაშვილის მეორედ გაპრეზიდენტება.
6 იანვარი - მგლების დღე (ესპანეთი).
7 იანვარი - იუპიტერის აღმოჩენა(გალილეო გალილეი).
8 იანვარი – ელვის პრესლის დაბადების დღე.
9 იანვარი - სრულყოფილების დღე (იაპონია).
10 იანვარი - ვუდუს დღე (ბენინი).
11 იანვარი - მსოფლიო დღე “მადლობთ”.
12 იანვარი - ლომების დღე (კენია).
13 იანვარი - ძველით ახალი წლის წინა დღე.
14 იანვარი - ძველით ახალი წელი.
15 იანვარი - ხეების დარგვის დღე (იორდანია).
16 იანვარი - საერთაშორისო დღე “The Beatles”.
17 იანვარი - ტვალეტის ჩასარეცხი დაპატენტების დღე (1861).
18 იანვარი - მუშების დღე.
19 იანვარი - ნათლისღება.
20 იანვარი - ავტონომიური რესუბლიკა კრემის დღე (უკრაინა).
21 იანვარი - ჩახუტების საერთაშორისო დღე
22 იანვარი - ბაბუების(პაპების) დღე (პოლონეთი).
23 იანვარი - როკ-ჯგუფ «ДДТ»-ს პირველი დებიუტი როკ-კლუბში (1987).
24 იანვარი - ინგლიში ჩამოყალიბდა სკაუტთა პირვველი ჯგუფი (1907)
25 იანვარი - სიშიშვლის დღე (ომანი).
26 იანვარი - საპოჟნიკის საერთაშორისო დღე.
27 იანვარი - ბანანების დღესასწაული (ვიეტნამი).
28 იანვარი - ატომური იარაღის საწინააღმდეგო დღე.
29 იანვარი - ავტომობილის გამოგონების დღე.
30 იანვარი - დაზარალებულების დახმარების დღე.
31 იანვარი - არაყის დაბადების დღე. ამ დღეს დაიცვა მენდელევმა დისერტაცია “არაყისა და სპირდის შეერთებაზე”.
—————————————-------------------------------------------------
1 თებერვალი - თავისუფლების ნაციონალური დღე (აშშ).
2 თებერვალი - ულვაშების საერთაშორისო დღე (ლაოსი).
3 თებერვალი - გმირების დღე (მოსამბიკი).
4 თებერვალი - ახალი წელი ჩინური კალენდრით.
5 თებერვალი – ცხენის ნალის გამოგონების დღე.
6 თებერვალი - ბობ მარლის დღე (იამაიკა).
7 თებერვალი – ღორების დღე.
8 თებერვალი - რუსი მეცნიერების დღე.
9 თებერვალი - სტომატოლოგების დღე.
10 თებერვალი - დიპლომატების დღე.
11 თებერვალი - ავადმყოფების საერთაშორისო დღე.
12 თებერვალი - აეროპორტის დღე (რუსეთი).
13 თებერვალი - იუნსაო სანათურების დღესასწაული (იაპონია).
14 თებერვალი - ჭმინდა ვალენტინის დღე - შეყვარებულების დღე.
15 თებერვალი - რევნილების დღე.
16 თებერვალი - კიმ ჩემ ირას დღე.
17 თებერვალი - სარასვატი ვასანტ პაჩამის დღე (ინდოეთი).
18 თებერვალი - საგზაო პოლიციის დღე.
19 თებერვალი - დღესასწაულის დღე (ზიმბაბვე).
20 თებერვალი - დედამიწის ორბიტალზე საერთო სადგურის «მირის» გაშვების დღე.
21 თებერვალი - პრეზიდენტის დღე (აშშ).
22 თებერვალი - კრიმინალისგან დაზარალებულების დღე.
23 თებერვალი - სახალხო დამცველის დღე.
24 თებერვალი - ლატარიის დღე.პირველი ლატარია გათამაშდა ქალაქ ბრიუჟეში(ბელგია) 1446 წელს.
25 თებერვალი - სულელების დღე.
26 თებერვალი - მარტინიანას დღე - ვნების მომთვინიერებელი.
27 თებერვალი – ოჯახის დღე.
28 თებერვალი - დრაკონის დღესასწაული (ჩინეთი).
————————————————————————————-
1 მარტი - თავდაცვის დღე.
2 მარტი - გამოჩნდა პირველი CD დისკები (1983).
3 მარტი - მწერლების დღე. დედის დღე.
4 მარტი - არჩევნების დღე.
5 მარტი – სტეპლერის დაბადების დღე. დაპატენტდა ინგლისში (1860)
6 მარტი - გაზეთ “Пионерская правда” გამოსვლის პირველი დღე.
7 მარტი - გიჟების დღე (ზაირი).
8 მარტი - ქალების საერთაშორისო დღე.
9 მარტი - ამერიგო ვესპუჩის დღე (აშშ).
10 მარტი - არქივების დღე (რუსეთი).
11 მარტი - ჩექმის დაბადების დღე
12 მარტი - ანიმატორების დღე.
13 მარტი - თანამეგობრობის დღეа (დიდი ბრიტანეთი).
14 მარტი - მარსის საპატივცემულო დღე (ძველი რომი).
15 მარტი - მომხმარებლების დაცვის დღე.
16 მარტი - ცოდნი დღე (რუსეთი).
17 მარტი - წმინდა პატრიკის დღე (ირლანდია).
18 მარტი - კრიმინალური პოლიციის დღე.
19 მარტი - მეზღვაურების-მყვინთავების დღე (რუსეთი).
20 მარტი - საოპერო ორკესტრის დღე (ავსტრია).
21 მარტი - მიწინს საერთაშორისო დღე.
22 მარტი - წყალქვეშა რესურსების საერთაშორისო დღე.
23 მარტი - საერთაშორისო მეტეოროლოგიური დღე.
24 მარტი - ახალგაზრდების საერთაშორისო დღე.
25 მარტი - სიკვდილით დასჯის დღე (ზიმბაბვე).
26 მარტი - გაზაფხულის დღესასწაული (ინდოეთი).
27 მარტი - თეატრის საერთაშორისო დღე.
28 მარტი - ყინულის დღე (კანადა).
29 მარტი - ახალგაზრდობის დღე (ტაივანი).
30 მარტი - ჰაიმენ ლიპმენი აპატენტებს ფანქარს ბოლოში მიმაგრებული საშლელით.
31 მარტი - ავტომობილ “მერსედესის” შექმნის დღე(1901).
————————————————————————————————————-
1 აპრილი - ტყულის დღე (საქართველო).
2 აპრილი - საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე.
3 აპრილი – პალმების დღესასწაული (იამაიკა).
4 აპრილი - პიანინოს ამწყობების საერთაშორისო დღე.
5 აპრილი - სისუფთავის დღე (ჩინეთი).
6 აპრილი - ტრამვაის დაბადების დღე (რუსეთი).
7 აპრილი - ჯანმრთელობის დღე.
8 აპრილი - ციგნების საერთაშორისო დღე.
9 აპრილი - 9 აპრილის ტრაგედია.
10 აპრილი - წინააღმდეგობის გაწევის საერთაშორისო დღე.
11 აპრილი - მუზეომის დღე.
12 აპრილი - ავიაციის და კოსმონავტების დღე.
13 აპრილი - როკ-ენ-როლის დღე.
14 აპრილი - ახალი წელი (ლაოსი).
15 აპრილი - რადიო ელექტრიების დღე.
16 აპრილი - მეცნიერების საერთაშორისო დღე.
17 აპრილი - ვნებიანი კვირეული.
18 აპრილი - ისტორიული ძეგლების საერთაშორისო დღე.
19 აპრილი - გაუნათლებლობის დღე (ვიეტნამი).
20 აპრილი - ცისა და ოკეანეების ღმერთის მაცუს დღე (ჩინეთი).
21 აპრილი - რომის შექმნის დღე.
22 აპრილი - დედამიწის დღე.
23 აპრილი - ველოსიპედის დღე.
24 აპრილი - ინდაურის დღე.
25 აპრილი - იტალიის ფაშიზმისგან განთავისუფლების დღე.
26 აპრილი - მდივნის საერთაშორისო დღე.
27 აპრილი - მსუქნების დღე.
28 აპრილი – ჭიანჭველების დღე (კენია)
29 აპრილი - ცეკვის საერთაშორისო დღე.
30 აპრილი - მეხანძრეების დღე.
—————————————————————————————————–
1 მაისი - მელოტების დღე (ლიხტენშტეინი).
2 მაისი - მშობლების საერთაშორისო დღე.
3 მაისი - მზის საერთაშორისო დღე.
4 მაისი - დასვენების დღე (იაპონია).
5 მაისი - ევროპის დღე.
6 მაისი - გამარჯვების დღე.
7 მაისი - რადიოს დღე.
8 მაისი - წითელი ჯვრის საერთაშორისო დღე.
9 მაისი - გამარჯვების დღე (დენ პაბედი).
10 მაისი - რუსეთი დუმის პირველი სხდომა (1906).
11 მაისი - თევზაობის ბოლო დღე (ესპანეთი).
12 მაისი - მედდები დღე.
13 მაისი - ნავების ფესტივალი. თბილისის “დინამომ” უეფას თასი მოიგო.
14 მაისი - აშშ-ში დაპატენტდა “სგუშონი” (1853).
15 მაისი - ოჯახის საერთაშორისო დღე.
16 მაისი - სპიდით დაღუპულების მოსახსენებელი დღე.
17 მაისი - ტელეკომნიკაციების დღე.
18 მაისი - ცირკის საერთაშორისო დღე.
19 მაისი - პიონერების დღე.
20 მაისი - მეტროლოგების დღე.
21 მაისი - უმუშევრების დაცვის დღე.
22 მაისი - ღიპის დღე.
23 მაისი - ბუდას დაბადების დღე.
24 მაისი - სლავური დამწერლობის დღე.
25 მაისი - ფილოლოგების დღე.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლოსბის დღე. დედის დღე (პოლონეთი).
27 მაისი - ბიბლიოთეკარების საერთაშორისო დღე.
28 მაისი - მესაზღვრეების დღე.
29 მაისი - გაზაფხულის დღე (დიდი ბრიტანეთი).
30 მაისი - გუბერნატორების დღე (ესპანეთი).
31 მაისი - ოპიუმის დღე.
———————————————————————————————————————
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე.
2 ივნისი – გრაფ კალიოსტროს დაბადების დღე (1743).
3 ივნისი - დამარილებული თევზის დღე (ნიდერლანდები).
4 ივნისი - მღებავების დღე.
5 ივნისი - ღრუბლების დღე (იაპონია).
6 ივნისი - პუშკინის დღე (რუსეთი).
7 ივნისი - ბრუკს სტივენსის დაბადების დღე, «Harley-Davidson» გამომგონებელი(1911).
8 ივნისი - ოკეანის საერთაშორისო დღე.
9 ივნისი - ომში დაღუპულების დღე (ისრაელი).
10 ივნისი - პარიზში პირველად გაიხსნა ზოოპარკი (1793).
11 ივნისი - ამერიკაში პატრულირება დაიწყეს პოლიციის მანქანებმა.
12 ივნისი - პირველი ციხის აშენების დღე.
13 ივნისი - იდიოტების დღე (ნორვეგია).
14 ივნისი - ამერიკის ნაციონალური დროსი დღე.
15 ივნისი – გულაობის საერთაშორისო დღე.
16 ივნისი – ყვავების დღე (ინდოეთი).
17 ივნისი - ბორკილების დაბადების დღე.
18 ივნისი - სასწრაფო სამსახურების დღე.
19 ივნისი - ბოტლის დაბადების დღე.
20 ივნისი - ფეხის გულების დღე (ზიმბაბვე).
21 ივნისი - ყვავილების საერთაშორისო დღე.
22 ივნისი - ზაფხულის მზის მდგომარეობის დღე.
23 ივნისი - საერთაშორისო ოლიმპიური დღე.
24 ივნისი - გამომგონებლების დრე.
25 ივნისი - მაღაროელების დღე.
26 ივნისი - ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
27 ივნისი - თევზაობის დღე.
28 ივნისი – ტრუსების დაბადების დღე.
29 ივნისი - პრემიების დღე (ხორვატია).
30 ივნისი - სასკოლო ფორმის დაბადების დღე.
————————————————————————————————————–
1 ივლისი - არქიტექტორის საერთაშორისო დღე
2 ივლისი - საზღვაო ფლოტის მეძღვაურთა დღე.
3 ივლისი - “ფანრის” დაბადების დღე.
4 ივლისი - დამოუკიდებლობის დღე (აშშ).
5 ივლისი - სახრახნისის დაბადების დღე.
6 ივლისი – ამერიკული დოლარის დაბადების დღე $ (1785).
7 ივლისი - მატარებლის დღე.
8 ივლისი - წითელი მზის დღესასწაული (მაროკო).
9 ივლისი - მეთევზის დღე.
10 ივლისი - ფოსტის დღე.
11 ივლისი - მოსახლების საერთაშორისო დღე.
12 ივლისი - სტოარდესას დღე.
13 ივლისი - ჯაშუშების დღე.
14 ივლისი - ბასტილიის აღების დღე (საფრანგეთი).
15 ივლისი - ნასკის დაბადების დღე.
16 ივლისი - მეტალურგების დღე.
17 ივლისი - მსუქნების დღესასწაული (ვიეტნამი).
18 ივლისი - მუშაობის დღე (ესპანეთი).
19 ივლისი - ფერმერების დღე (აშშ).
20 ივლისი - ჭადრაკის საერთაშორისო დღე.
21 ივლისი - პირველი ნაბიჯი მთვარეზე, რომელიც გადადგა ლუის ამსტრონგმა (США).
22 ივლისი - პარიზში გაიმართა პირველი ავტომობილებით რბოლა (1894).
23 ივლისი - ვაჭრების დღე.
24 ივლისი - ქოლგის დაბადების დღე.
25 ივლისი - მწერლების დღე (ჩინეთი).
26 ივლისი - შეჯიბრი სპილოების ფეხბურთში (ინდოეთი).
27 ივლისი - გამოიწვა პირველი აგური.
28 ივლისი - სისტემური ადმინისტრატორის საერთაშორისო დღე.
29 ივლისი - ჰალსტუხის დაბადების დღე.
30 ივლისი - ჩიტების დღე (ინდოეთი).
31 ივლისი - ამერიკელმა ასტრონავტებმა შეასრულეს პირველი გაფრენა მთვარეზე (1971).
—————————————————————————————————————-
1 აგვისტო - პურის დღე
2 აგვისტო - საჰაერო დესანტების დღე.
3 აგვისტო - ნიუ-იორკის რადიოში პირველად გამოიყენეს ხმის ეფექტი: ორი ხის ნაჭერით განასახიერეს კარის დახურვა (1922).
4 აგვისტო – შამპანიურის დაბადების დღე (1693).
5 აგვისტო - სერპინგის დღე (იამაიკა).
6 აგვისტო - საგზაომშენებელის დღე.
7 აგვისტო - პარიკმახელების დღე.
8 აგვისტო - უნიტაზის დაპატენტების დღე.
9 აგვისტო - მსოპლიო ხალხების დღე.
10 აგვისტო - ნიუტონის თავზე ვაშლის დაცემის დღე.
11 აგვისტო - “კალგოტკის” დაბადების დღე.
12 აგვისტო - ჩვილების დღე.
13 აგვისტო - ლოგინის დაბადების დღე.
14 აგვისტო - მშენებელის დღე.
15 აგვისტო - არქეოლოგების საერთაშორისო დღე.
16 აგვისტო- ელვის პრესლის მოსახსენებელი დღე (აშშ).
17 აგვისტო - ჩამოყალიბდა ინვალიდების კავშირი .
18 აგვისტო - ებრაელმა მოქალაქემ არყის ბოთლის გადაყლაპვა დააპირა და ყელში გაეჭედა.
19 აგვისტო - ვაშლის დღე.
20 აგვისტო - პირველად გატიტვლდა ადამიანი კამერების წინ.
21 აგვისტო - გამოიგონეს “კადილაკი” (1902).
22 აგვისტო - სექსუალურ თამაშებში გამოჩნდა ახალი “სათამაშო”-ბორკილები.
23 აგვისტო - ჩაფხუტის დაბადების დღე.
24 აგვისტო – პიცის დღესასწაული (იტალია).
25 აგვისტო - მეთიუ უებმა პირველმა გადაცურა ლა-მანშის არხი.
26 აგვისტო - დიასახლისების დღე (აშშ).
27 აგვისტო - ფილმის დღე.
28 აგვისო - სპეცნაზის დღე
29 აგვისტო - პირველად გაიხსნა ალუმინის ქილაში კოკა-კოლა.
30 აგვისტო – ნორვეგიაში სიცილისგან კაცი გარდაიცვალა.
31 აგვისტო - ძაღლმა მემკვიდრეობით მიიღო 5 მილიონი დოლარი.
———————————
1 სექტემბერი - ცოდნის დღე.
2 სექტემბერი - ტაქსისტების დღე.
3 სექტემბერი - ტერორიზმთან ბრძოლის დღე.
4 სექტემბერი - ტელევიზროში გავიდა პირველი გადაცემა “რა? სად? როდის?”.
5 სექტემბერი - ნაგვის ურნის დაბადების დღე.
6 სექტემბერი - ლომებმა ზიმბაბვეს წინამძღოლი შეჭამეს.
7 სექტემბერი - ქათმების ფესტივალი (ვიეტნამი).
8 სექტემბერი - ჟურნალისტების დღე.
9 სექტემბერი - სილამაზის საერთაშორისო დღე.
10 სექტემბერი – ბრჩხილების ფესტივალი (ბუნგარეთი).
11 სექტემბერი - ახალი წელი (ეთიოპია).
12 სექტემბერი - დაიჭირეს ბანკების მძარცველი ბებია.
13 სექტემბერი - გამოიგონეს კალმისტარი.
14 სექტემბერი - სანიტარული სამსახურების დღე.
15 სექტემბერი - თმის საღებავის დაბადების დღე.
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე.
17 სექტემბერი - მსოფლიოში პირველი იაღოველი გამოჩნდა.
18 სექტემბერი - ესტონეთში გაიხსნა პირველი სუპერმარკეტი
19 სექტემბერი – პირველი ინდიელი, რომელიც პარიზის პარკში ატრაქციონებზე დაჯდა.
20 სექტემბერი - უთოს დაბადების დღე.
21 სექტემბერი - პირველი ნახტომი პარაშუტით.
22 სექტემბერი - ეს დღე გამოცხადებული იქნდა პირველ რევოლუციურ დღედ ფრანგული კალენდრით(1792).
23 სექტემბერი - შემოდგომის დღესასწაული.
24 სექტემბერი – მანქანათმშენებლების დღე.
25 სექტემბერი - ზღვის საერთაშორისო დღე.
26 სექტემბერი - ევროპული ენების დღე.
27 სექტემბერი - ტურიზმის საერთაშორისო დღე.
28 სექტემბერი - ატომზე მომუშავე მეცნიერების დღე.
29 სექტემბერი - თარჯიმნის საერთაშორისო დღე.
30 სექტემბერი - ინტერნეტის საერთაშორისო დღე.
—————————————————————————————————————–
1 ოქტომბერი - მუსიკის საერთაშორისო დღე.
2 ოქტომბერი - საცხოვრებლის საერთაშორისო დღე.
3 ოქტომბერი - მოხუცების საერთაშორისო დღე.
4 ოქტომბერი - ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე
5 ოქტომბერი - მასწავლებლების დღე.
6 ოქტომბერი - რუსეთ-თურქეთის ომის დასაწყისი.
7 ოქტომბერი - ახალი წელი (გამბია).
8 ოქტომბერი - პირველად შეიქმნდა ამერიკის საფონდო ბირჟა(1896).
9 ოქტომბერი - კონვერტის დაბადების დღე.
10 ოქტომბერი - ფსიქიურად დაავადებულების დღე.
11 ოქტომბერი - სტიქიების შემცირების და თავდაცვის საერთაშორისო დღე.
12 ოქტომბერი - ინგლისელმა ტურისტმა სამგზავრო გემი თავის თავთან ერთად ჩაძირა.
13 ოქტომბერი - გრინვიჩი დამტკიცებული იქნდა, როგორც ნულოვანი მერიდიანის ადგილმდებარეობა (1884).
14 ოქტომბერი - ვირების დღესასწაული (უგანდა).
15 ოქტომბერი - სურსათ-პროდუქტებზე მომუშავეთა დღე.
16 ოქტომბერი - სიამოვნების საერთაშორისო დღე.
17 ოქტომბერი - ნარკოტიკების განადგურების საერთაშორისო დღე.
18 ოქტომბერი - ალიასკის დღე (აშშ).
19 ოქტომბერი - ჯონ ადამსის დაბადების დღე (აშშ).
20 ოქტომბერი - გოგრის დღე.
21 ოქტომბერი - რევოლუციის დღე (სომალი).
22 ოქტომბერი - თხევადი საფნის დაბადების დღე.
23 ოქტომბერი – რეკლამაზე მომუშავეთა დღე.
24 ოქტომბერი - გაერთიანებული ნაციის საერთაშორისო დღე.
25 ოქტომბერი - საპოჟნიკის დღე.
26 ოქტომბერი - მიწის დაკანონების დღე.
27 ოქტომბერი - კბილის ჯაგრისის დაბადების დღე.
28 ოქტომბერი - შოკოლადის დაბადების დღე.
29 ოქტომბერი - ქრისტოფერ კოლუმბის დაბადების დღე.
30 ოქტომბერი - პოლიტიკურ რეპრესიებში დაღუპულების მოსახსენებელი დღე.
31 ოქტომბერი - ჰელოუვინი (აშშ).
————————————
1 ნოემბერი - კელკურ ახალი წელი.
2 ნოემბერი - საჰაერო ბურთის დაბადების დღე.
3 ნოემბერი – საღეჭი რეზინის დაბადების დღე.
4 ნოემბერი - სააკაშვილის აქციების პერიოდი.
5 ნოემბერი - მუსიკის დღე (ჩინეთი).
6 ნოემბერი - “ტანგა” ტრუსიკის დაბადების დღე.
7 ნოემბერი - სააკაშვილმა დაარბია აქცია.
8 ნოემბერი - პირველად გავიდა ტელევიზიაში «КВН» (1961).
9 ნოემბერი - ფაშიზმის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე.
10 ნოემბერი - პოლიციის დღე.
11 ნოემბერი - კოქტეილის დაბადების დღე.
12 ნოემბერი - ბანკის თანამშრომელთა დღე.
13 ნოემბერი - უსინათლოთა საერთაშორისო დღე.
14 ნოემბერი - დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
15 ნოემბერი - გენიოსების საერთაშორისო დღე.
16 ნოემბერი - სუეცის არხის გახსნა.
17 ნოემბერი - სტუდენტების საერთაშორისო დღე.
18 ნოემბერი - ახალი წელი (იემენი).
19 ნოემბერი - მონაკოს ნაციონალური დღე.
20 ნოემბერი - ბებიების დღე.
21 ნოემბერი - მისალმების საერთაშორისო დღე.
22 ნოემბერი - ტარზანის დაბადების დღე (1886).
23 ნოემბერი - ნოემბრის ფესტივალი (ინდოეთი).
24 ნოემბერი - ასანთის დაბადების დღე.
25 ნოემბერი - ძალადობის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე.
26 ნოემბერი - დედების დღე (რუსეთი).
27 ნოემბერი - პასპორტის დღე.
28 ნოემბერი - ყვავილების დღე (იაპონია).
29 ნოემბერი - დალაქების დღე (აშშ).
30 ნოემბერი - კბილის პასტის დაბადების დღე.
——————————–
1 დეკემბერი - სპიდთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
2 დეკემბერი - მონობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
3 დეკემბერი - ინვალიდების საერთაშორისო დღე.
4 დეკემბერი - თოვლის პაპასთან საჩუქრების დასაბარებელი დღე.
5 დეკემბერი - პირველი ზანგი ანტრაქტიდაზე.
6 დეკემბერი – აირღუმელის დაბადების დღე (პატენტი გაიცა 1945 წელს).
7 დეკემბერი - სამოქალაქო ავიაციის დღე.
8 დეკემბერი - ზარმაცების დღე.
9 დეკემბერიя - კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
10 დეკემბერი - ფეხბურთის საერთაშორისო დღე.
11 დეკემბერი - საბავშვო გადაცემების საერთაშორისო დღე.
12 დეკემბერი - კარების დაბადების დღე.
13 დეკემბერი - პიონერთა ყელსაბამების დაბადების დღე (1957).
14 დეკემბერი - პამიდვრის ევროპაში შემოტანის დღე.
15 დეკემბერი - ბანანის აღმოჩენის დღე.
16 დეკემბერი - ყრუ-მუნჯების დღე.
17 დეკემბერი - წვეულებების დღე.
18 დეკემბერი - ემიგრანტების საერთაშორისო დღე.
19 დეკემბერი - წმინდა ნიკოლოზის დღე.
20 დეკემბერი - კალგოტკის დაბადების დღე.
21 დეკემბერი - ზამთრის მძის მდგომარეობის დღე.
22 დეკემბერი - ენერგეტიკის დღე.
23 დეკემბერი - სანტაკლაუსის სამოსის დაბადების დღე.
24 დეკემბერი - ფასდაკლების დღე.
25 დეკემბერი - ევროპული დღესასწაული-ხანუკა.
26 დეკემბერი - საჩუქრების დღე.
27 დეკემბერი - ირმების დღე.
28 დეკემბერი - სარეჭი რეზინის გამოგონების დღე (აშშ).
29 დეკემბერი - ბიოლოგიის საერთაშორისო დღე.
30 დეკემბერი - სტომატოლოგების დღე.
31 დეკემბერი - ძველი ნივთების გადაყრის დღე (იტალია)
kexi 26.9.08 Comments (6 )
* ლოთები



