Template by Blogger Templates

30.11.08

შააინ ოოონ იუუ კრრეეეიზეეე დაააიმანდ :)

როგორი უნდა იყოს ბლოგი (?) ...

... გამარჯობა ხალხებო :)

ოოოდა ა მეც მივედი იქამდე მგონი რო უკვე ბლოგებზე დავიწყე წერა, თუმცა თვითონ ბლოგში წერა ჯერ ვერ ვისწავლე :) არა ნუ წერა კი ვისწავლე მაგრამ, აი სისტემატიურად წერა ვერ ვისწავლე, მე ხო გამოუსწორებელი ჩეტავიკი ვარ, ამიტომ ვერ ვწყდები ატასნაირ ფორუმებს და მესსენჯერებს, ოდა ბლოგისთვის დრო აღარ მჩება, თან რავიცი, ეს ბლოგი ხო არ გამიკეთებია იმისთვის რო რაღაც ააი და არიქა რამე ვქენი, უბრალოდ ვწერ რაც მეწერება, ეგაა და ეგ ... თუ ვინმე წაიკითხავს გამიხარდება, არ წაიკითხავს და არც მაგით დავრჩები უკმაყოფილო :)

მოკლედ რა მაინტერესებს: ამ ბოლო დროს მილიონი პოსტი ვნახე წიპა ”აი ბლოგი უნდა იყოს ასეთი” ”ბლოგი უნდა იყოს ისეთი” :) მაგრამ ყველა რატომღაც წერს იმაზე თუ რა უნდა იყოს ბლოგში, ანუ რა უნდა იწერებოდეს შიგ, არადა სხვისი არ ვიცი, ჩემთვის ვიზუალურ მხარესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ბევრი ბლოგი მინახავს, შევალ, ”ფუფ” აი თვალს რაღაც ცუდად ხვდება, ოდა გულსაც არარ უხარია იქ რამის კითხვა, ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა: როგორი უნდა იყოს ბლოგი? რო შედიხართ ბლოგზე, პირველი რას აქცევთ ყურადღებას? რას აქვს მნიშვნელობა ბლოგის ვიზუალობაში, მე მაგალითად

(სხვათაშორის, ჩემი ბლოგერობა ეხლა არ დაწყებულა, ნუ ადრე სხვა რამე ერქვა, ან საერთოდ არაფერი არ ერქვა, მაგრამ დაახლოებით 10 მოჟეტ ი 12 წლის წინ მქონდა მცდელობა ჩემი ონლაინ დღიური მქონოდა, მაშინ ნაროდ.რუს მეტი არაფერი არ იყო, მეც იქ რაღაცებს ვჩალიჩობდი, მოკლედ ეს სხვა თემაა, ამაზე სხვა დროს)

ჰოდა აი რა? რა უნდა იყოს ბლოგზე რაარის მთავარი,

ვაჰ თუმცა დავიწყე და მერე ნაროდ.რუმ გადამრთო :) მე პირადად, თუ რამეს ვაკეთებ, ამდაგვარს, პირველრიგში, ვჩალიჩობ დიზაინზე, ფერებზე, აუცილებლად უნდა იყოს ათასნაირი მთვლელები, საათი, ეს ყველაფერი არ ვიცი რაში მჭირდება მაგრამ მინდა რო იყოს :))

თქვენ რას თვლით ყველაზე საჭიროდ?

სხვანაირად ვიკითხავ,: გააკეთეთ ბლოგი, რითი იწყებთ, ანუ როდის თვლით რო ბლოგის კეთება დასრულებულია, ეხლა უკვე შეიძლება წერა :))

პ.ს. პიზდეცინტელექუალური ფრაზები არ გვინდა რა წიპა ” მთავარია შიგ რა წერია” და ამისთანები, ვიზუალს ვგულისხმობ და არაფერს მეტს :))

17.11.08

არასდროს მომწონდა, არადა თჲრმე საინტერესო წარმოშობა ქონია ...

ჩემი სახელი ...

კახა, კახი (ქართული) პიროვნულ სახელად ქცეულია ქართველთა ერთ-ერთი სატომო სახელი (ეთნონიმი), რომელიც საკუთარ სახელად ცნობილია VIII ს-დან. ამდროინდელი მოღვაწეა ქართველი წმინდანი კოსტანტი კახი, რომლის შესახებაც მისი ბიოგრაფი გვამცნობს: " მას ჟამსა ოდენ იყო ვინმე ქუეყანასა ქართლისასა, სანახებსა ზენა სოფლისასა, კაცი, რომელსა სახელი ერქუა კოსტანტი, რომელსა ეწოდა კახაი სახელად მამულისა მის ქვეყნისა " (აგიოგრაფიული ძეგლები, I, 165). როგორც ვხედავთ, კახა კოსტანტის ზედწოდებაა, დამატებითი სახელია, შერქმეული " მამული ქვეყნის " მიხედვით. სხვაგან, ატენის სიონის წარწერაში (853 წ.), იგივე პირი მხოლოდ კახას სახელით იხსენიება: " და მასვე თთუესა აგუსტოსსა კვ-სა, დღესა შაბათსავე, ზირაქ შეიპყრა კახაი და ძეც მისი თარკუჯი ". ამ წყაროთა მიხედვით უნდა დავასკვნათ, რომ კახა მეტსახელი კი არაა, ნამდვილად სახელია, ოღონდ ის ოფიციალურ სახელს არ წარმოადგენდა (ამ ფუნქციას კოსტანტი ასრულებდა). როცა ქრისტესთვის წამებული კოსტანტი ეკლესიამ წმინდანად აღიარა, ამის შემდეგ კახი (კახა) უკვე ქრისტინულ კალენდარულ სახელად იქცა. კოსტანტი კახი არაბებმა სიკვდილით დასაჯეს 853 წელს, როცა ის 85 წლის მოხუცი იყო. ამრიგად, ის დაბადებული ყოფილა 768 წელს და ამ დროისათვის სახელი კახა (კახი) უკვე არსებობდა, ოფიცილურ სახელად კი IX ს-დან იქცა. კახი და მისი ვარიანტები კახა, კახო, კახუა საფუძვლად უდევს გვარებს: კახიძე, კახიშვილი, კახიანი, კახაშვილი, კახაძე, კახაია, კახოიძე, კახოიანი, კახოშვილი, კახიაშვილი, კახუაშვილი. იმავე სახელიასაგან ‘ბერ’ ბოლოსართით ნაწარმოებია კახაბერი, რომელიც გვხვდება როგორც გვარად, ისე სახელად. კახაბერ-ისაგან შემდგომში ხელახლა ნაწარმოებია გვარებია: კახაბრიშვილი, კახაბერიძე, კახბერიძე. ზემოხსენებული გვარებიდან ყველაზე ადრე (XIVს.) გვხვდება კახაბერიძე და კახიანი.

15.11.08

იუ მაიი ჰაარტ არა იუ მაი სოუუულ :))

ღიმილი #1 იელო სუბმარიან :)



ღიმილი #2 როკენროლ, არმიანსკიე გალუცინაციი :))



ღიმილი #3 ია ხაჩუ შტობ ტანცევალსა ვეს ზალ :))

14.11.08

იცხოვრე ისე რომ, ზემოთ მეორე შანსი მოგცენ :)

იქ დავწერე, იყოს აქაც, ჩემი რა მიდის :)

ამ ბოლოდროს რაღაც, სიყვარულობიიის ხასიათზე ვარ სუ და რახდება ნეტა? ხო არ ვკვდები? :)

არადა ...

...ცხოვრება მოკლეა მაგრამ ღირს იმად რომ იცხოვრო ისე როგორც გინდა ...


დაარღვიე ყველა წესი რაც კი არსებობს ...

პატიება ნუ გაგიჭირდება და ნუ გადადება ხვალისთვის ...

იცინე ბევრი და თავშეუკავებლად ... აკოცე და მოეფერე, ნელა აუჩქარებლად ...

იცეკვე ისე თითქოს არავინ არ გიყურებს ...

იმღერე ისე თითქოს არავინ გისმენს ...

გიყვარდეს და აღმერთე ისე თითქოს ცხოვრებაში ტკივილი არ გეგრძნოს არავისგან ...
ცხოვრება ხომ ადამიანს ერთხელ ეძლევა,

ამიტომ მოდით ვიცხოვროთ ისე რომ ”ზემოთ” გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდეთ და

ხმამაღლა ჩამოგძახონ: ”აბა მიდი ერთი კიდე გაიმეორე” :)



გაიღიმეთ, ნუ დაგეზარებათ, გიყვარდეთ, მოეფერეთ,

ამაში ფულს არავინ მოგთხოვთ :)



11.11.08

ვიღაც ვიღაცეებიიი გთხოვთ შენც წადიიი ....

.... სალმები ხალხებო :)
ბევრს არ ვილაპარაკებ, კიდევ ერთი რეპორტაჟი, ჩვესნს დიად ყვავაზე, ამჯერად იპოდრომიდან :) თავად ნახეთ მისი არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემები, და თავადვე შეაფასეთ :)))


ამ სურათში რა ხდებოდა არ ვიცი, მე კამერას ვუიყურებდი და მარტო იმას ვხედავდი რაც იქ ჩანდა, მის გარეთ რა იყო მარტო ყვავას გაოგნებულ სახეზე თუ ვიმსჯელებთ, ალბათ ძალიან საინტერესო იყო :))

ესეც მაგ ”საინტერესო”ს მერე, ყვავა დუმებში :)

აქაც წარმოდგენა არა მაქვს რა დაუნახა, ლუკას ეგეთი :)
მოკლედ ჩემს ბლოგს ისევ რაღაც დაემართა და პოსტში სურათების ასატვირთი ”კნოპკა” ისევ გქარა, ამიტომ ბევრს აღარ გავაგძელებ, მეზარება რადიკალზე ჩალიჩი, აჰათ თქვენ ვიდეო და დატკბით ყვავას სირინოზის ხმით :)))

8.11.08

წვიმაში სექსი ...

კითხვა: გიყვარს წვიმაში სექსი?
პასუხი: ჰო წვიმა ძალიან მიყვარს, წვიმაში სექსიც და ზამთარში დიიიდი თოვლი როა და რო ჩაეფლობო თოვლში და ისე რო ხარ გახურებული რო მიწას გამოაჩენ და ბალახს ამოიყვან ირგვლივ ენძელები რო ამოვა სიცხისგან თავიდანვე დამჭკნარი და პეპლები რო ფთებს გაშლიან შენს მოქანავე ტაკოზე და ჭიამაია ზუზუსთავზე წრეს რო დაარტყამს და გუგული რხევების რიტმს რო აიღებს და თვლას რო დაიწყებს და მწყერი შენს "სტრასნად" შემოხეულ და აქეთ იქეთ მიყრილ ტანსაცმელში რო ბუდეს მოქსოვს და კვერცხებს დადებს და პიკს მიღწეული ორგაზმის უმაღლეს წერტილს მწყერის ბარტყები პირღია რო შეხვდებიან ... დაიღლები და მერე მიხვდები რო თოვლში გდიხარ სუ სველი ხარ, გაყინული ხარ მაგრამ ბედნიერი ხარ იმიტო რო გიყვარს ...........



რეაქცია: აი საღოოოლ :))))




პ.ს. ძველი პოსტია, აბანოში წამომიარა ერთხელ, რა მჭირდა ოღონდ ეგ არ ვიცი :)