Template by Blogger Templates

17.11.08

არასდროს მომწონდა, არადა თჲრმე საინტერესო წარმოშობა ქონია ...

ჩემი სახელი ...

კახა, კახი (ქართული) პიროვნულ სახელად ქცეულია ქართველთა ერთ-ერთი სატომო სახელი (ეთნონიმი), რომელიც საკუთარ სახელად ცნობილია VIII ს-დან. ამდროინდელი მოღვაწეა ქართველი წმინდანი კოსტანტი კახი, რომლის შესახებაც მისი ბიოგრაფი გვამცნობს: " მას ჟამსა ოდენ იყო ვინმე ქუეყანასა ქართლისასა, სანახებსა ზენა სოფლისასა, კაცი, რომელსა სახელი ერქუა კოსტანტი, რომელსა ეწოდა კახაი სახელად მამულისა მის ქვეყნისა " (აგიოგრაფიული ძეგლები, I, 165). როგორც ვხედავთ, კახა კოსტანტის ზედწოდებაა, დამატებითი სახელია, შერქმეული " მამული ქვეყნის " მიხედვით. სხვაგან, ატენის სიონის წარწერაში (853 წ.), იგივე პირი მხოლოდ კახას სახელით იხსენიება: " და მასვე თთუესა აგუსტოსსა კვ-სა, დღესა შაბათსავე, ზირაქ შეიპყრა კახაი და ძეც მისი თარკუჯი ". ამ წყაროთა მიხედვით უნდა დავასკვნათ, რომ კახა მეტსახელი კი არაა, ნამდვილად სახელია, ოღონდ ის ოფიციალურ სახელს არ წარმოადგენდა (ამ ფუნქციას კოსტანტი ასრულებდა). როცა ქრისტესთვის წამებული კოსტანტი ეკლესიამ წმინდანად აღიარა, ამის შემდეგ კახი (კახა) უკვე ქრისტინულ კალენდარულ სახელად იქცა. კოსტანტი კახი არაბებმა სიკვდილით დასაჯეს 853 წელს, როცა ის 85 წლის მოხუცი იყო. ამრიგად, ის დაბადებული ყოფილა 768 წელს და ამ დროისათვის სახელი კახა (კახი) უკვე არსებობდა, ოფიცილურ სახელად კი IX ს-დან იქცა. კახი და მისი ვარიანტები კახა, კახო, კახუა საფუძვლად უდევს გვარებს: კახიძე, კახიშვილი, კახიანი, კახაშვილი, კახაძე, კახაია, კახოიძე, კახოიანი, კახოშვილი, კახიაშვილი, კახუაშვილი. იმავე სახელიასაგან ‘ბერ’ ბოლოსართით ნაწარმოებია კახაბერი, რომელიც გვხვდება როგორც გვარად, ისე სახელად. კახაბერ-ისაგან შემდგომში ხელახლა ნაწარმოებია გვარებია: კახაბრიშვილი, კახაბერიძე, კახბერიძე. ზემოხსენებული გვარებიდან ყველაზე ადრე (XIVს.) გვხვდება კახაბერიძე და კახიანი.

5 Responses:

მარიამ ბლანკი¹³ said...

mm...
vafshe kai rameebi ceruia xolme mag saxelebis carmoshobashi da vafshemc :)

Summer said...

მარიამის მნიშვნელობა დამორჩილებელი ყოფილა :) ჰოდა მეც ბევრ რამეს მივხვდი :)

Anonymous said...

http://2kija.wordpress.com/2008/11/23/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%94/

personaluri blogebis kritika :happy:

p.s istsavle commentis datoveba :D

Anonymous said...

http://2kija.wordpress.com/2008/11/23/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%94/

personaluri blogebis kritika :happy:

p.s vistsavle commentis datoveba :D

ნატა said...

გაიხარე, ჩემ კაცსაც კახა ქვია და ბევრი საინტერესო რამ გავიგე მისი სახელის შესახებ :))