Template by Blogger Templates

27.10.08

მომენატრეთ ხალხებო ....

მართლა მომენატრეთ, რაღაც ჩავკვდი, ვერაფერს ვერ ვწერ, იმდენი რამე დამიგროვდა რო არ ვიცი საიდან დავიწყო და რა დავწერო, ჰოდა გაიჭედა კექსი ...

იმედია გამივლის მალე ეს ჭედვა, ნი ვპერვოი თუ როგორცაა :)))

8.10.08

ვაი ვაი ქაქ აბიდნაა ...






ვაი ჩემს პატრონს ... ამ დილაადრიან სხვა საქმე ვერ მომიძებნია, წაი დაიძინე რა ...

7.10.08

ვებრძვით "შეზღუდულ" აზროვნებას ... :)

..ჰოდა როგორც ყოველთვის გამარჯობა

მინდა წარმოგიდგინოთ ერთი რესურსი , იდეაში უნდათ იყვნენ ნოვატორები იუმორის მხრივ , მაგრამ ჯერ-ჯერობით რუსული говноблог-ებიდან დაკოპირებული სურათების გარდა (რამდენიმე საინტერესო სტატიას თუ არ ჩავთვლით ) არაფერი არ დევს , მაგრამ მომეწონა ის მონდომება და შემართება რომლითაც არიან შეიარაღებულები , თან მოინახულეთ საიტი თან იაქტიურეთ გამოეხმაურეთ პოსტებს , ხელი შევუწყოთ და ერთად შევქმნათ ერთი გასართობი ბლოგი რომელზეც შესვლა ყველას გვესიამოვნება , აგერ რამდენიმე ფლაერის ტიპის ბანერები გაუკეთებიათ , პოზიტივის კარგი "პრიხოდი" აქვს ნახეთ ერთისიტყვით
აქ!!!






ზამეტკა ოტ რედაქტორა: ნუ ხო, ეს ყველაფერი კაი, ესეც პოზიტივია პრინციპში რაც ეხლა მოხდა :)
მე კარგ ხასიათზე დავდექი .. რაც შეეხება ამ საიტს, მართალია ახალი და ევრიკა აქ არაფერია, (იმედია ჯერჯერობით) მე როგორც ვხედავ ეს არის მცდელობა, მთელი პოზიტივი რაც კი შეიძლება მსოფლიო აბლაბუდაში მოძებნო, შეგროვდეს ერთ რესუსრსზე,,

ჰოდა რატომაც არა? ... კარგია ... რატომ ვირბინოთ და ვეძებოთ, მხიარული სურათები აქეთ იქით, აგერ ბატონო, ქართულია და იორღაო თU როგორაა? :)

და არც მარტო ნახატებზეა საქმე, ეჭვი მაქვს კიდე გაიზრდევა ეს საიტი და ბევრის "სამაგიდო" გახდება .... წარმატებები ხალხებო ... :)




ესეც ჩემს მიერ დამსახურებული მაიკა ... მართალია თეთრი არ მიყვარს მარა, "ნაჩუქარ ცxენს კბილი არ გაესინჯებავოოო" :)

6.10.08

ყველაფერი ისევ როგორც ყოველთვის ფორუმიდან დაოწყო ...

...როგორც ყოველთვის ეხლაც ზუსტად ისევ ისე, იხსნება თემა (იდეა inspeqtiri&kexi )
:)
ინიშნება ადგილი, დრო, (ნუ დროს ყველა თავისას ნიშნავს მარა მაინც) :)
... მაგრამ ამჯერად ცოტა სხვობა იყო, რავიცი ალბათ დაემთხვა რო ყველას ეცალა,
ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, გამიხარდა რათქმაუნდა ...
ბევრი ისეთი იყო ვინც პირველად ვნახე, ბევრიც ისეთი ვინც კაი ხანი არ მინახავს ...
... ბევრიც არ მოვიდა ისეთი ვისი ნახვაც გამიხარდებოდა მარა არაუშავს, სხვადროს მოვლენ იმედია...მოკლედ შევიკრიბეთ, მე ჩემი ბოთლით, ყავაცდამხვდა თავის ბოთლით, :) მეტი რა გვინდოდა ...
მცდელობა იყო ყვავას ბოთლის წართმევის, სხვადასხვა მეთოდებით, მარა ყვავა რისი ყვავაა, რო ყველანაირი მცდელობა თავისთვის არ გამოიყენოს .. :) ... დავიწყეთ ზემოთ კიბეებიდან, სანამ ყველა შევიკრიბეთ უზომო რაოდენობის ლუდი დაილია იქ, ნუ მე ლუდს არ ვსვამ მარა, უკვე როგორც ვთქვი, არაყი ბლომად გვქონდა ... ნელანელა გავიყავითსავით არყისტები და ლუდისტები ...

იქეთ ლუდს სვამდნენ ...

... აქეთ არაყს ...
ნუ ცოტახანში უკვე რო მივხვდით რო მეტი აღარავინ მოდის, ავისალეთ და უფრო "ღრმად" ჩავედით ბაღში ...
პოლიცია თავს დაგვტრიალებდა, აბა სვავენ თU რასშვებიან, :) მაგრამ დაიბრმავეს თვალები და ვერც ბოთლებს ამჩნევდნენ და ვერც ვერაფერს, ერთადერთი რაც შეამჩნიეს, ყვავა იყო, ბუჩქებში, ჰოდა კინაღამ მოუწია, შრომაგასწორებითი სამუსაოები, მაგრამ გადარჩა :)
მოკლედ ვსვით ბევრი და ვიხითხითეთ კიდე მეტი ... ბოლოსკენ უკვე ხალხი ნელანელა, გვაკლდებოდა, რამოდენიმეჯერ მომიწია "წასულების" სადღეგრძელოს თქმა :D lash ==>
... ჰო სანამ იქ ვიყავი მეგონა რო არ ვარ მთვრალი, მაგრამ, აი მერე როცა სურათები ვნახე ოოო
ვაბშე არ მეტყობა :D ... რათქმაუნდა არც ამას ეტყობოდა (krishna)

მერე რა რო თავი გიტლერი ეგონა, დიდი ამბავი ვის არ მოსვლია, სავსეა ასათიანი ნაპოლეონებით და ბაგრატიონ მუხრანსკებით, რაა ამაში გასაოცარი :D ...

... მოკლედ კაი იყო, სურათები მრავლად გადაიღეს ეს აქ რაც დავდე, ეს მობილით რისი გადაღებაც მოვახერხე ისაა, დანარჩენს ალბათ დადებენ ფორუმზე ხალხები ... ბოლოს გავცვალეთ მე და ყვავამ "ქალები" მე ლედიქროუ გავაცილე, იმან ლუკა, მართალია იმას არ ეყო ნამუსი სახლამდე მიეცილებინა მარა მე პირნათლად მოვიხადე ვალი :P

კაი იყო, მართლა კაი იყო ... ყველას მადლობა ვინც მოვიდა, ვინც ვერ ან არ მოვიდა მინდა ვუთხრა რო ბევრი დაკარგა ... :P

შემდეგისთვის გაითვალისწინეთ, აწიეთ ზარმაცი უკანალები და გამოდით თქვენც, ცხოვრება არც ისე დიდია რო სახში ჯდომაში დახარჯო ...

გეხუტუნეთ kexi ბიძია :2კისს:







.

3.10.08

რახდება ხალხებო? :(

ფორუმი გაითიშა? :(

არადა მშვენივრად ვიჯექი ჩემთვის ვერთობოდი,
ერთი წუთით გავედი საჭყუმპალავოდ და აჰა, მოვედი, დაბანის გარეცხილი, ვეცი კომპს, და რად გინდა .. :( The page cannot be displayed
რახდება? იცით ვინმემ? თU მარტო ჩემთან გაითიშა? :(

edited:
რა ხდება? ეხლა სკაიპი ჩავრთე, იქაც მარტო ვარ :(
ბლოგები ჩამოვიარე, იქაც მარტო ვარ :(
რახდება ხალხებო, მარტო მე მაქვს ნეტი თU რაარი ეეს?

edited part 2: :D

აჰა ეხლა დავარეფრეშე და შევედი ფორუმზე, ხალხიც გაჩდა სკაიპში,
ემესენშიც, :) კინაღამ გული გამისკდა მეთქი რახდებააა ....
კეიტ მადლობა მხარდაჭერისთვის, :) ერთი ცოცხალი ადამიანი შენ გიპოვე ამ ნახევარ საათში :)
:2კისს:


ვააჰ არადა არ დამილევია :)

ხეეეეეეეეეეეეეეეეეეელპ!!!


Crazy Friends





ეს ისე რავი, ვამოწმებ რამდენად ოპერატიულები ხართ ....

2.10.08

ტაილ ფოტოგრაფია ....

ჰოდა როგორც ყოველთვის გამარჯობა :)
ნუ რა, არც არაფერი, დილიდან უაზროდ ვზივარ, არც საქმე მაქვს არაფერი და არც არსად გასვლის სურვილი არ მაქვს, ვარ მიზასებული ჩემს კომპს და, სად შევძვრე და რა ვნახო ახალი იმას ვფიქრობ, ჰოდა აი დიდიხანი ძებნის მერე ვიპოვე ასეთI რაღაც, ნუ რამდენად ახალია არ ვიცი თქვენთვის, მარა მე დიდიხანია მინდოდა და ვერსად ვნახე, ეხლა გამიმართლა, გამიმართლა რა, გამიმართლა სანახევროდ, მე პროგრამა მინდოდა ისეთი სადაც ამას თავად გავაკეთებდი მე რა სურათებიც მინდა იმით მარა არაუშავს ესეც წავა :)

ვინც არ იცის რაარი "ტაილ ფოტოგრაფია" ეს არის უხეშად რო ვთქვა ფოტო ფოტოებით, ანუ შენი ან ვინმეს ფოტო აწყობილი ბეევრი სხვისი ფოტოებით, გინახიათ დარწმუნებული ვარ, ნუ თU არ გინახიათ დავდებ აქვე, ჩემსას :)






იმდენად რამდენადაც არ ვიცი ამხელა ხარისხის სურათი აქ როგორ გამოჩნდება და რამდენად შესაძლებელი იქნება გადიდება, ამიტომ აქვე ვდებ ამავე სურათის გადმოსაწერ ლინკს,
http://download.webofhuman.ru/kexius@gmail.com/982d70de-3492-4d0b-9631-6e5c6b5363d6.jog.zip
გადმოწერეთ და გაადიდეთ, :)


აგერ ინსტრუქციაც ===>
http://slognosti.ru/instruction.aspx

სორი შემეძლო გადამეთარგმნა ეს ყველაფერი მარა, ინეტი მიტრაკებს და ამდენი სკრინების ტვირთვის ნერვები არ მქონდა, მაგრამ არამგონია რუსულთან ვინმეს პრობლემა გქონდეთ .. :)

რჩევა პირადი გამოცდილებიდან: აუცილებლად შეასრულეთ ყველაფერი რაც ინსტრუქციაშია..
შეკვეის მიცემის მერე ის გვერდი დაახლოებით ნახევარი საათი არ დახუროთ, ნუ იქ წერია 15 წუთი მარა არ ენდოთ, (მე ვენდე და მერე მომიწია თავიდან ქნა :) )
და მთავარი, იქ წერია რო სურათს მიიღებთ, რამოდენიმე საათში, და აქვე დაელოდეთ ამ საიტზეო, არა!! სისულელეა, მეც ველოდე კაი ხანი მარა ბოლოს დავიკიდე, მეონა სიაფანდი იყო, დღეს კი (დღენახევრის მერე) მაილზე შევედი და "ჰოი საოცრებავ" :) თქვენი ფოტო მზადაა და შეგიძლიათ წაიღოთო :)
სერვისი უფასოა, მაგრამ არის შეკვეთა ფასიანიც, ეგ არ მისინჯავს, მარა ალბათ ის მაშინვე იძლევა შედეგს :)
მოკლედ აქაა ყველაფერი და თU ვინმეს მოგეწონებათ ჰო კაი და, თუ მარტო მე მომწონს ეგეც კაი, ბავშვობიდან ვოცნებობდი ორიგინალურობაზე :D


p.s. ეუF ბევრი ვწერე, ჰოდა გადამოწმების თავი არ მაქვს ეხლა, თU რამე შემეშალა, მერე შევასწორებ :) წარმატებები ...


აჰ აი ვიდეოც ვნახე დლია ბოლშეი ნაგლადნასწი :D




აუ აქტიურ ლინკებს რატომ ვერ ვსვავ? :(

1.10.08

ტრაკში პერო კიარადა, ტრავა უ დომა :D


ჰოდა აღსრულდა, შეპირებული ღრიანცელის ქრონიკა .. მაგრამ კომენტებისგან თავს შევიკავებ და სურათებსაც შემდეგისთვის შEვინახავ, ამჯერად მარტო ვიდეოს დავდებ :D

მოემზადეთ ღრმად ჩაისუნთქეთ და .......



ნუ კარგით აგერ ბარემ ამ სურათებსაც დავდებ, რა ხდებოდა ვიდეოკამერის ჩართვამდე :D






ეს კიდე კამერის გამორთვის შემდეგ :D